Breaking

Thursday, December 12, 2019

'მე ვარ იესო' - სკანდალური კომპიუტერული თამაში ახალი აღთქმის სიუჟეტით (VIDEO)



  • ''მე ვარ იესო'' თამაში, რომელშიც გეიმერი იესო ქრისტეს როლს მოირგებს
  • თამაშმა ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია
დღეს დღეისობით, გამორჩეული კომპიუტერული თამაშის შექმნა სულ უფრო და უფრო რთულდება. თუმცა, დეველოპერულმა სტუდიომ ''SimulaM'' ეს ნამდვილად მოახერხა. SimulaM-ის ახალ როლურ თამაშში იესო ქრისტეს როლს მოირგებთ.
თამაშის თრეილერიდან ვხედავთ, რომ მოთამაშეს ყველა იმ სასწაულის მოხდენის უნარი ექნება, რაც იესოს აქვს ახალ აღთქმაში, მაგალითად, წყლის ღვინოდ გადაქცევის, თევზისა და პურის გამრავლებისა და აღელვებული ზღვის დაწყნარების. თამაშის ავტორების განცხადებით, სიუჟეტი ჯვარცმის სცენით არ დამთავრდება და აღდგომის ეპიზოდის გამოშვებასაც გვპირდებიან.
''მე ვარ იესო'' სთიმზე გამოჩნდა, თრეილერითა და თამაშის ბუნდოვანი აღწერით.
''ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მესიად ყოფნა?'' ვკითხულობთ თამაშის აღწერაში. ''როგორი იქნებოდა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრივილეგირებული და ძლიერი ადამიანის ცხოვრება?'' 
თამაშმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პუბლიკის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიბლიური ისტორია საინტერესოა და თუ მასზე ფილმები არსებობს, არც ისაა ცუდი, რომ იგი ვიდეო თამაშის სიუჟეტადაც იქცეს. თუმცა, მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ თამაში მოთამაშეს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი ქრისტეს როლში მოიაზროს, რაც, მათი აზრით, მკრეხელობაა. თუმცა, სერიოზულთან ერთად, ბევრი იყო სახუმარო კომენტარებიც.
''თუ ეს თამაში შობაზე არ გამოვა, მაშინ მის ყიდვას რა აზრი აქვს?'' ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში.
''პირველად საშობაოდ აპირებდნენ, მაგრამ სააღდგომოდ გადადეს.'' პასუხობს მეორე გეიმერი კომენტარს.
SimulaM-ს, რომელიც ამ სკანდალური თამაშის ავტორია, სხვა თამაშები გამოშვებული არ აქვს, თუმცა მის გამომცემელს, PlayWay S.A-ს დიდი გამოცდილება აქვს სიმულაციურ თამაშებში. აღსანიშნავია, რომ PlayWay S.A-ს არც ერთ თამაშს აქამდე მსგავსი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 
თამაშის გამოშვების ზუსტი თარიღი და ფასი ჯერ ცნობილი არ არის. 

No comments:

Post a Comment