Breaking

Thursday, December 12, 2019

რა არის ენერგეტიკულ სასმელში?





  
დღეს ფართოდ მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგეტიკულ სასმელებს, რომელიც ზაფხულში გაგრილების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, ხოლო წელიწადის სხვა დროებში კი უბრალოდ მატონიზირებელ, კოფეინით გაჯერებულ სასმელს, რომელიც გვმატებს მეტ შრომისუნარიანობას. თუმცა იმაზე არავინ დაფიქრებულა, რომ მას შეუძლია ასევე გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგებირატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები?2014 წლის ზაფხულში Lanna Hamann- მეგობრებთან ერთად შვებულების გასატარებლად წავიდა მექსიკაში. ბედნიერი და კმაყოფილი თავგადასავლები რითიც დასრულდა, ახალგაზრდებს ამაზე წარმოდგენაც არ ექნებოდათ.
შვებულების ერთ დღეს, როდესაც ლანა სანაპიროს ყვითელ ქვიშაზე ირუჯებოდა, მოულოდნელად ცუდათ გახდა. სასწრაფო მეგობრებმა მალევე გამოიძახეს და ის უმალ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, თუმცა 16 წლის მოზარდი, რომელიც ჯანმრთელობას არ უჩიოდა და სპორტით იყო დაკავებული, იმ საღამოსვე გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. მეგობრების თქმით ლანას საეჭვო არაფერი მიუღია იმ დღეს, გარდა ენერგეტიკული სასმელებისა, ამიტომ მისმა დედამ Chris Hamann-მა გადაწყვიტა საჯაროდ განეცხადებინა, რომ ენერგეტიკული სასმელები სიკვდილს იწვევს, რადგან მისი სრულიად ჯანმრთელი ქალიშვილი მათ ხშირად მოიხმარდა.კრის ჰამანას მოსაზრება დაადასტურა ექიმმა-კარდიოლოგმა Jack Wolfson-მა, რომ კოფეინი და შაქარი, რასაც დღევანდელი ენერგეტიკული სასმელები შეიცავს, საგრძნობლად უშლის ხელს გულის ფუნქციონირებას. სამედიცინო ტესტებითაც დადასტურდა, რომ ენერგეტიკული სასმელები არითმიასა და არტერიული წნევის აწევას იწვევენ.ამით ლანას მშობლებმა კომპენსაცია არ მოითხოვეს გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისგან, უბრალოდ მოგვაწვდინეს ხმა, რომ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე.

Energy drink

ენერგეტიკული სასმელები უსაფრთხოა?

რა არის ენერგეტიკულ სასმელში?

Monster ენერგეტიკული სასმელები შენთვის ცუდია?

რა მოხდება, თუ ყოველდღიურად სვამენ ენერგეტიკულ სასმელს?


რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ენერგეტიკული სასმელებისგან?







Nutrition Facts

Amount Per 
Calories 45
% Daily Value*
Total Fat 0.1 g0%
Saturated fat 0 g0%
Polyunsaturated fat 0 g
Monounsaturated fat 0 g
Cholesterol 0 mg0%
Sodium 38 mg1%
Potassium 3 mg0%
Total Carbohydrate 11 g3%
Dietary fiber 0 g0%
Sugar 10 g
Protein 0.3 g0%
Caffeine 30 mg
Vitamin A0%Vitamin C0%
Calcium1%Iron0%
Vitamin D0%Vitamin B-6100%
Cobalamin33%Magnesium0%
*Per cent Daily Values are based on a 2,000 calorie diet. Your daily values may be higher or lower depending on your calorie needs.

No comments:

Post a Comment